LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგო რობი, კრისტენ სტიუარტი და მილა იოვოვიჩი „შანელის“ შოუზე ლოს-ანჯელესში

139
შანელის შოუ

ამერიკული კინოს ვარსკვლავებმა ამჯერად ლოს-ანჯელესში გამართულ „შანელის“ შოუზე მოიყარეს თავი. პირველები წითელ ხალიჩაზე მარგო რობი, მილა იოვოვიჩი და კრისტენ სტიუარტი გამოჩნდნენ.

„ოსკარის“ ნომინანტი მარგო რობი ბრწყინავდა ჯინსის შარვალსა და შავ ტოპში, რომელიც „შანელის“ ულამაზესი ოქროსფერი მოსაცმელით ჰქონდა დაფარული. 32 წლის ვარსკვლავი შეუდარებელი იყო. რაც ეხება 33 წლის კრისტენ სტიუარტს, რომელიც ბრენდის ამბასადორია, ის წითელ ხალიჩაზე „შანელის“ კუბოკრულ ორეულში გამოჩნდა, ხოლო 47 წლის მილა იოვოვიჩმა არჩევანი თეთრ ბლუზსა და შავი ფერის შორტებზე გააკეთა, რომელიც გემოვნებით ჰქონდა შეხამებული მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან.

ნამდვილი ბარბი – ჰაეროვან კაბაში გამოწყობილი მარგო რობი ცნობილი გამოცემის გარეკანს ამშვენებს

ფოტო: პატარა ევერი გაიზარდა და დედას საოცრად ჰგავს – მილა იოვოვიჩისა და მისი ქალიშვილის სასწაული ფოტოსესია

ეს ზაფხული დაუვიწყარი იქნება – კრისტენ სტიუარტი „შანელის“ ზაფხული 2023-ის კოლექციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები