LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგო რობი „ვივიენ ვესტვუდის“ მიერ შექმნილ „ბარბის“ ვარდისფერ კაბაში ლონდონურ პრემიერაზე

326
მარგო-რობი

ლონდონში გრეტა გერვიგის ახალი ფილმის „ბარბის“ პრემიერა შედგა. ლეგენდარული თოჯინის შესახებ შექმნილი ფილმის პრემიერაზე მთავარი როლის შემსრულებლებთან ერთად, მსოფლიო კინოსა და მუსიკის ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი.

მარგო რობიმ ამ დღეს „ბარბის“ ყველაზე ცნობილი კაბა გააცოცხლა. ეს გახლავთ ვარდისფერი საღამოს კაბა შლეიფით, რომელიც მსახიობისთვის ამჯერად „ვივიენ ვესტვუდმა“ შექმნა. ანსამბლს რობიმ გრძელი თეთრი ხელთათმანი და გამჭვირვალე ფეხსაცმელი შეუხამა. რაც შეეხება რაიან გოსლინგს, ის „გუჩის“ ცისფერ პიჯაკსა და შარვალში იყო წარმოდგენილი.

„ბარბი“ და „კენი“ მსოფლიოს იპყრობენ – მარგო რობისა და რაიან გოსლინგის უახლესი ფოტოები

გაიცანით ახალი „კენი“ – რაიან გოსლინგი უახლესი ფოტო ,,ბარბის” გადასაღები მოედნიდან

მარგო რობი „ბარბის“ საკულტო კაბით ფილმის პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები