საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მეოთხე ხელისუფლების მიმართ ხორციელდება სისტემური შეტევა.
“ქვეყანაში ხელისუფლების ფაქტობრივად ყველა შტო არის დამორჩილებული და დომინირებული ტოტალიტარული აზროვნებით და დარჩა მეოთხე ხელისუფლება და ის არის გასაფრთხილებელი.
ეს სისტემური შეტევა არის ინსტიტუციური, ხელისუფლების კონტროლიდან გამომდინარე და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ნელ-ნელ ყალიბდება ტოტალიტარულ ქვეყნად. მივდივართ იმ ვითარებისკენ, რომ ფაქტობრივად ვაშენებთ საბჭოთა კავშირს..
ჩვენ ვართ ტოტალიტარული სახელმწიფოს განმტკიცების ეტაპზე”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
შეკითხვაზე, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას ან როგორ მოიქცეოდა თავად პრეზიდენტი, რომ იყოს, მარგველაშვილმა ასე უპასუხა:
“მე რომ ვიყავი პრეზიდენტი, მაშინ ასეთ რაღაცას ვერ ბედავდნენ და რამდენჯერაც მედიაზე თავდასხმა იყო, იმდენჯერ მედიის გვერდზე ვიდექი”, – თქვა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
ამავე თემაზე:
სამადაშვილი: იმედი მაქვს, დღესვე გაერთიანდება საზოგადოება შეწყალების პეტიციის ხელმოსაწერად
აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ
რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში: ადვოკატი