LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში: ადვოკატი

114
საძაგლიშვილი გვარამია

რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში, მისი გათავისუფლებაც ბუნებრივია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 

ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

,,სამართლებრივ შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს და არც მე ვაპირებ ამის გაკეთებას.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი, ან დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პასუხები გასცა ხელისუფლებამ, მწარედ ცდება.

სინამდვილეში, ჩვენ დღეს ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, იმ გლობალურ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ.

დასავლურ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალებების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული აზრის გამო. რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში, მისი გათავისუფლებაც ბუნებრივია პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.” – განაცხადა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას საქმის სხვა ფიგურანტებთან დაკავშირებით, საძაგლიშვილის თქმით, ამ საქმის არსი გვარამიას წინააღმდეგ დევნის წარმოება იყო, სხვა ბრალდებულებთან მიმართებით მიღებული შუალედური გადაწყვეტილება „უბრალოდ საცირკო წარმოდგენის დადგმა იყო“.

თითქოს რაღაც ნაწილში გაიზიარა და ვიღაცები გაამართლა, რეალურად ამ საქმის არსი იყო გვარამიას წინააღმდეგ დევნის წარმოება, ეს ვითომ შუალედური გადაწყვეტილება სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში უბრალოდ საცირკო წარმოდგენის დადგმა იყო და მეტი არაფერი.

ჩვენ სამართლებრივად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. სააპელაციოში არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიუკერძოებელი ან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება დაგვხვდება, როგორც ლაშა ჩხიკვაძეს დღეს არ ეყო არანაირი ღირსება და გააჟღერა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე იქნება ზედა ინსტანციებშიც, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამავე თემაზე: 

გაბუნია: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას

„ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ „რუსთავი 2“ აქცია თავისუფლების ციხესიმაგრედ და შეკრა გუნდი, რომელსაც ამ დრომდე ვერ მოერია „მანქურთთა ჯგუფი“ – ნოდარ მელაძე გვარამიაზე

ვიდეო – რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, რისთვისაც მთელი ცხოვრება წვალობდა, იმის გამო ასამართლებდნენ: სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიაზე

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

გიორგი მშვენიერაძე: „ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.. სინამდვილეში ხელბორკილი სიტყვის თავისუფლებას დაადეს“

ელისო კილაძე: „იცით, რატომ გაბედეს ნიკა გვარამიას დაჭერა?! იმიტომ რომ ოპოზიცია ხართ ფარჩაკები‼️“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g