LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია ზახაროვა:”კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა”

67

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ხურჩაში მომხდარი ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება.
„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრების აღდგენას მივესალმებით. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოსა და ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოს შორის საზღვრების დემარკაცია არ არსებობს, ასეთი მექანიზმი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ინციდენტები და თუ მაინც რამე მოხდა, გამოძიება ჩატარდეს ცხელ კვალზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინციდენტს, ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია,” – განაცხადა მარია ზახაროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები