LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გაფრინდაშვილი: „მამაკაცების დიდ ნაწილს ალბათ პირსისხლიანი ვგონივარ…“

gafrindashvili

ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში „კურიერის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, პროფესიულ თემებთან ერთად, პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და პასუხობს კითხვას, როგორი მეუღლე სჭირდება გვერდით.

მარიამ გაფრინდაშვილი:

„მამაკაცების დიდ ნაწილს ალბათ ჰგონია, რომ პირსისხლიანი ვარ. სხვათა შორის, ერთი პერიოდი მქონდა კიდეც კომპლექსი, რომ ადამიანებს ჩემი პირიდან კარგი ინფორმაცია არ ჰქონდათ მოსმენილი. ეს მომენტი ეს მომენტი ბიჭებს ალბათ აშინებთ. ხშირად მიგრძნია ახალგაცნობილ ბიჭთან ურთიერთობაში, რომ არ უნდა, მენდოს, რადგან ჟურნალისტი ვარ.

თავად როგორი მამაკაცები მოგწონთ?

არ უნდა ვიყო მასზე ძლიერი. რეალურად არ ვარ ისეთი ქალი, როგორიც ხანდახან ეკრანზე ვჩანვარ. არ მჯერა გოგოების, რომლებიც ამბობენ, რომ სიყვარულის გამო ცულის ტარზე იცხოვრებენ. მე ამას არ ვაპირებ. შეიძლება, ცუდად ჟღერდეს, მაგრამ იმაზე ცუდ პირობებში არ უნდა ვიცხოვრო მომავალში, რა პირობებშიც ვცხოვრობ ან მიცხოვრია.

ვერაფრით ავიტან უსაქმურ კაცს, რომელსაც სიგარეტიც  მე უნდა ვუყიდო. უკიდურესად მგრძნობიარე ვარ და, ვინმე თუ მიყვარს, მიყვარს თავდავიწყებით. ოქროს შუალედი არაფერში ვიცი, არანაირ ურთიერთობაში.

საკუთარ მომავალს რა კუთხით ხედავთ?

გათხოვება ჯერ ჩემს გეგმებში არ შედის, მაგრამ პროფესიაში ხანდახან მგონია, რომ განვითარებას ვერ ვახერხებ და ჩემი თავი ამოვწურე. ზოგჯერ კი მგონია, რომ უბრალოდ, დავიცალე, აღარ მინდა ქუჩაში ბორდიურზე ჯდომა და ისე მუშაობა. არ ვიცი, მომავალში რა იქნება. მინდა სწავლაც და ვნახოთ.

„რუსთავი 2“ ჩემი პირველი სამსახურია და ძალია მიყვარს. მგონია, 30 წლის რომ გავხდები, მერე უფრო მივხვდები, რა და როგორ მიყვარს.

ინტერვიუ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები