LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამსახურშიც გავედი, გადაღებებზეც დავდივარ, თითქოს, ისე ვცხოვრობ, როგორც ვცხოვრობდი, მაგრამ არაფერი აღარ არის ისე, როგორიც 25 მარტამდე იყო… ძალიან მენატრები, განუზომელ სიცარიელეს, ბრაზსა და ტკივილს ვგრძნობ“ – მარიამ გაფრინდაშვილი დის შესახებ

277
მარიამ გაფრინდაშვილი

ორი თვის წინ, ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა – გარდაიცვალა მარიამის და, ირმა გაფრინდაშვილი.

მარიამმა დის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე სტატუსი გამოაქვეყნა. ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა ემოციური ტექსტით განათავსა დის კიდევ ერთი ფოტო „ფეისბუკში“.

„განუსაზღვრელი ტკივილი მოაქვს ჩემთვის ყველა შენს ფოტოს, ყველაზე სახალისო მოგონებებსაც კი… ძალიან მომენატრე და ძალიან უსამართლობის განცდა მაქვს“ – რას წერს მარიამ გაფრინდაშვილი დის შესახებ

„სამსახურშიც გავედი. ახლა მოვრჩი პირდაპირ ეთერსაც… გადაღებებზეც დავდივარ. თითქოს, ისე ვცხოვრობ, როგორც ვცხოვრობდი, მაგრამ არაფერი აღარ არის ისე, როგორიც 25 მარტამდე იყო…

ძალიან მენატრები. განუზომელ სიცარიელეს, ბრაზსა და ტკივილს ვგრძნობ – და თან ყოველდღე უფრო მეტად.

ამ ბრაზმა შემაძულა ყველა უპასუხისმგებლო მძღოლი, და ადამიანი, ვინც შენს აქ არ ყოფნაშია დამნაშავე!!!“ – წერს მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.

„მეცოდება.. და მთელი გულით თანავუგრძნობ იმ ადამიანს და მის ოჯახს – რომელმაც ,შენი მკვლელობის ტვირთი მთელი ცხოვრება უნდა ატაროს“ – მარიამ გაფრინდაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g