LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ჯოლოგუა ცნობილი შვილის შესახებ: „სიმართლე ვთქვა, ძალიან არ მინდოდა, რომ ბუკა მსახიობი გამხდარიყო…“

601
მარიამ ჯოლოგუა შვილთან ერთად

მარიამ ჯოლოგუა „არტ ფმ“-თან საუბრობს თავისი შვილი, ნუკა თოლორდავას შესახებ, რომელიც მსახიობ კოტე თოლორდავასთან პირველი ქორწინებიდან ჰყავს:

„მსახიობია ჩემი უფროსი შვილიც. მე მგონი, ყველა კარგად იცნობს ბუკა თოლორდავას, რომელიც უმცროს ძმასთან – 12 წლის ნიკოლოსთან ერთად ჩემი მთავარი თანამოაზრე და მეგობარი, შემფასებელი და მაყურებელია, ყოველთვის ვინტერესდები მათი აზრით, რადგან ყოველთვის ობიექტურები არიან. ბუკა Et Cetera-ს ერთ-ერთ პირველ ჯგუფში იყო, ახლა კი, აქტიურად მეხმარება სტუდიაში, ნიკოლა სიამოვნებით მონაწილეობს ჩვენს სპექტაკლებში და ყოველთვის ძალიან საინტერესო რჩევებს მაძლევს.

სიმართლე ვთქვა, ძალიან არ მინდოდა, რომ ბუკა მსახიობი გამხდარიყო, სტუდიის მოსწავლეებსაც იმავეს ვეუბნები, სპექტაკლებში მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მსახიობები უნდა გახდნენ. ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვების კომპლექსებისგან გათავისუფლებაა, რათა უფრო ლაღები და თავდაჯერებულები იყვნენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g