LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილმა ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

229
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ევროკავშირის თანაორგანიზებით „Global Gateway“-ის ინიციატივის ფარგლებში უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ტარდება.

ფორუმის მიზანია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად.

ფორუმი გახსნეს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ჯამშიდ ხოჯაევმა და ტრანსპორტის მინისტრმა ილჰომ მაჰკამოვმა, აგრეთვე ევროკომისარმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელამ და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსია, სადაც მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს საქართველოს მთავრობის ხედვასა და გეგმებს, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.

მარიამ ქვრივიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაში.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g