LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ საჯაია: „ეს ქვეყანა არ გარუსდება, ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ – ყველას ძალიან გთხოვთ, ვინც ახლა ეკრანებიდან გვიყურებთ, თქვენს თავში უკანასკნელი ძალები მოიკრიბეთ და ჰკითხეთ თავს: რა არის ის, რისი გაღებაც დღეს თქვენი ქვეყნისთვის შეგიძლიათ“

163
მარიამ საჯაია

„ეს ქვეყანა არ გარუსდება იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, საქართველოში ჩვენ გავიზარდეთ მებრძოლ ადამიანებად, თითოეულ ადამიანში არის მებრძოლი სული, ძალიან გთხოვთ, გააღვიძეთ ეს სული“, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა და ყოფილი პოლიტიკოსმა მარიამ საჯაიამ განაცხადა, რომელიც თსუ-ის პირველი კორპუსის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მისი თქმით, „ახლა ვართ იმ მომენტში, როდესაც ეს არის ბოლო ბრძოლა. მომდევნო დღეები, შეიძლება რამდენიმე კვირა იყოს ისეთი გადამწყვეტი, რომ შემდეგი მომავალი არჩევნები, [4 წლის შემდეგ] გვექნება თუ არა, კითხვის ნიშნის ქვეშ გვედგას“:

„ჩვენ მოქალაქეები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას, აქ შენი ხმის დაცვაზეა ლაპარაკი“, – მერაბ სეფაშვილი აქციაზე მივიდა

„პირველ რიგში, მოკლედ მოგიყვებით, აქ რატომ ვარ. მე მჯერა თავისუფალი საქართველოსი, მე მჯერა საქართველოსი, სადაც ჩვენ ერთმანეთის გვესმის და სადაც ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ.

მე აქ, პირველ რიგში, გესაუბრებით ადამიანი, რომელიც ექვსი წელია თბილისიდან წავიდა და აშენებს თავის სივრცეს, სადაც პოლიტიკა, გარე რყევები, კოვიდი არ ეხება. შემიძლია იქ თავისუფლად, დამოუკიდებლად კარგად ვიგრძნო თავი, მაგრამ ასევე გეტყვით, რომ არანაირ ბედნიერებას არ აქვს მარტო ფასი.

მარიამ საჯაია: „12 წელი ნიჰილიზმს თესავდნენ – ჩვენს გავიმარჯვეთ უიმედობასა და დეპრესიაზე, ახლა გაფორმების ამბავი მიდის – როგორც ისინი იფორმებენ მოღალატეების სახელს, ასე ვიფორმებთ ჩვენც გამარჯვებას“

ჩვენ ბედნიერები, თავისუფლები, შეგვიძლია მხოლოდ ვიყოთ ერთად, ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია წავიდეთ წინ და ეს წინ არის თავისუფალი საქართველო. მე შემიძლია ერთი პატარა, ჩემი დამოკიდებულება გითხრათ: მე აქ მოვედი არა გამარჯვებისთვის, არა იმისთვის, რომ რაღაცა მოვიპოვო ქვეყანაში, არა მე უბრალოდ ვიცი, რომ აქ უნდა ვიდგე, ჩემი ბრძოლა უნდა ვიბრძოლო.

ვიცი, რომ რაც კი შემიძლია, ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო ამ ქვეყნისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, აქედან თავაწეული წავალ თუ თავდახრილი, უბრალოდ უნდა ვიცოდე, რომ ჩემი მაქსიმუმი ამ ქვეყნის წინაშე, დღეს რაც შემიძლია, ყველაფერი გავაკეთე.

ყველას ძალიან გთხოვთ, ვინც ახლა ეკრანებიდან გვიყურებთ, თქვენს თავში უკანასკნელი ძალები მოიკრიბეთ და ჰკითხეთ თქვენს თავს: რა არის ის, რისი გაღებაც თქვენ დღეს შეგიძლიათ თქვენი ქვეყნისთვის.

ეკა დემეტრაძე: „მინდა, ჩვენს სტუდენტებს ვუთხრა, თქვენ ყველაზე მაგარი ხალხი, საქართველოს მომავალი ხართ! ერთი რამ გახსოვდეთ: დღეს თუ არ იმოქმედებთ, ხვალინდელი დღე არ იქნება“

მსახიობი ეკა დემეტრაძე თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც მან სიტყვით სტუდენტებს მიმართა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

იმიტომ, რომ ახლა ვართ იმ მომენტში, როდესაც ეს არის ბრძოლა, ბოლო ბრძოლა. მომდევნო დღეები, შეიძლება მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს ისეთი გადამწყვეტი, რომ შემდეგი მომავალი არჩევნები, 4 წლის შემდეგ გვექნება თუ არა, კითხვის ნიშნის ქვეშ გვიდგას – ეს ქვეყანა გარუსდება თუ კიდევ გვექნება ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.

ძალიან გთხოვთ, ყველამ იპოვეთ ბოლო ძალებით თქვენს თავში. შეიძლება ქუჩაში არ გამოხვიდეთ, შეიძლება უბრალოდ ბებიებმა ორცხობილები დააცხოთ და შვილიშვილებს გამოატანოთ აქ მდგომი ადამიანებისთვის.

„პერმანენტული პროტესტი არის აუცილებელი, იმისთვის რომ ხელისუფლებამ დაინახოს, რომ საზოგადოება არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას“ – გიორგი უშიკიშვილი

შეგიძლიათ უბრალოდ თეთრ ფურცელზე შავი ლაქა დაახატოთ და გადმოფინოთ თქვენი კორპუსებიდან. ნებისმიერი ფორმა იმისთვის, რომ ვაგრძნობინოთ რომ ამ ქვეყანაში ყოველი მეორე რუსეთუმე არ არის.

ეს ქვეყანა არ გარუსდება იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, საქართველოში ჩვენ გავიზარდეთ მებრძოლ ადამიანებად, თითოეულ ადამიანში არის მებრძოლი სული, ძალიან გთხოვთ, გააღვიძეთ ეს სული. ყველამ, ყველამ ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა არ გარუსდება, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ჩვენი სინდისის წინაშე მართლები ვიყოთ“. – აღნიშნა მარიამ საჯაიამ.

გამოყენებულია Ezz Gaber-ის ფოტო

"ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა არ გარუსდება და ვიბრძოლებთ ბოლომდე" | მარიამ საჯაია

"ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა არ გარუსდება და ვიბრძოლებთ ბოლომდე" | მარიამ საჯაია

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Monday 18 November 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g