LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკუს მეტრეველი: „დალი ხაბულიანი არის პიროვნება, რომელიც ჩემშია!.. ჩემი ცოლი მიყვარს ყველა მისი აღმართ-დაღმართით…“

219
მარკუს მეტრეველი მეუღლესთან ერთად

მარკუს მეტრეველი ოჯახური ცხოვრების შესახებ დალი ხაბულიანთან ჟურნალ „სარკეს“ უყვება., წყვილი კახეთში, ბოდბისხევში ცხოვრობს, სადაც მომღერალი მიწაზე მუშაობს და იქაურობას უვლის.

მარკუს მეტრეველი:

ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი საკუთარ თავთან მეგობრობაა. ხშირად ჩემივე თავში უკუვიქცევი და ვპოულობ კიდეც თავშესაფარს. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ჩემი დიდი მეგობარია. ადამიანი, რომელიც მიყვარს ყველა მისი აღმართ-დაღმართით, ყველა მისი სისუსტით და სიძლიერით.

წლები ამყარებს და წვრთნის ურთიერთობას, აჩენს სულიერ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ, მით უმეტეს, როდესაც მეუღლედ გყავს „სვანი ქალი“, რომელსაც აქვს მაღალვიბრაციული ენერგია, მისი წარმომავლობიდან გამომდინარე. ხშირად მიჩურჩულია საკუთარ თავთან სიტყვებით დალიზე: „თუ ოდესმე ვისწავლი იმედის გარეშე ცხოვრებას, მხოლოდ იმის წყალობით ვიქნები მშვიდად, რომ შენ უკვე მყავხარ“. დალი ხაბულიანი არის პიროვნება, რომელიც ჩემშია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g