LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკუს მეტრეველი მეუღლეს გაშორდა: „ამ ეტაპზე მარტო ვარ, ჩემს ცხოვრებაში იყო 8 არაჩვეულებრივი წელი…“

712
d7d6a378-871f-4689-b173-f2d6da59f03e

მარკუს მეტრეველი ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ მისი რვაწლიანი ურთიერთობა დალი ხაბულიანთან დასრულდა.

„ჩემს პირად ცხოვრებაში დიდი განახლება და აფდეითია.

შეიძლება, მეც ძალიან რთული ადამიანი ვარ, ჩემი პარტნიორებიც რთული ადამიანები არიან. ყოველთვის არის ურთიერთობაში პერიოდი, როდესაც უნდა დაისვენოთ ერთმანეთისგან. უნდა გადაიტვირთოს ურთიერთობები, უნდა იფიქროს ადამიანმა, ვინ რა შეცდომები დაუშვა, ვის რა აქვს გამოსასწორებელი. ურთიერთობას სჭირდება წვრთნა, განვითარება და თავგანწირვა.

ორი ადამიანის იდეალურად ცხოვრებისას ბევრი რამ არის საჭირო…

ეს ბოლო სიყვარულის ისტორია, რომელზეც ხშირად დაგვიწერია, არ დარჩება ტკბილ და ლამაზ ისტორიად?

რასაკვირველია, ვერ დავარქმევ ბოლოს, რადგან წერტილს ვერ დავუსვამ ჯერ ამ ურთიერთობას.

ანუ ამ მომენტში მარტო ხართ?

კი, ამ ეტაპზე მარტო ვარ. ჩემს ცხოვრებაში იყო არაჩვეულებრივი 8 წელი. ყოველი ეტაპი ფანტასტიკურად მახსოვს. ძალიან დიდი სიყვარული და თავგადასავლები იყო. დრო გვიჩვენებს, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება, თუ განახლებული ენერგიით შევუდგებით ცხოვრებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g