LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში კორპუსის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა – გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაშავდა ორსული ქალი

377
პოლიცია დ

მარნეულში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მე-4 სართულის აივანიც მოიყოლა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და მძიმედ დაშავდა ორსული ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები