მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.
თბილისის დროით 15:32 წუთზე ცეცხლი გადმოვიდა
მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გადმოვიდა
აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 48-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც წელს 11 მარტს დაიწყო.
აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და მართლმადიდებელ მრევლს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლება.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.
