LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილის კანიონი ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება

645
54520001_2191600747573184_5629246513394745344_n

საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში – მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ეწყობა ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი, რაც ადგილზე მოსულ სტუმარს საშუალებას მისცემს დამატებითი თავგადასავალი მოიწყოს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტორების კომფორტი და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, კანიონში ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები.

შეგახსენებთ, 2018 წელი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. საქართელოს ეროვნულ პარკებს, რეკორდული რაოდენობის – 1 მილიონ ვიზიტორზე მეტი ესტუმრა.

რაც შეეხება უშუალოდ მარტვილის კანიონს, მას 2018 წელს, 200 000 ვიზიტორი ესტუმრა, რომელთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60%- უცხოელი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები