LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტყოფის მონასტერში სასულიერო პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან

131
dji-0375-10

მარტყოფის მონასტერში სასულიერო პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინფორმაცია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა დაადასტურა. რწმუნებულმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ზომები გამკაცრდება.

„ისინი პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში. ჩემი ინფორმაციით, რაიმე სიმპტომი არ დასტურდება. თუკი საჭიროება იქნება, ბუნებრივია იქ გამკაცრდება ზომებიც და კონტროლიც”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტყოფის მამათა მონასტერში რამდენიმე სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა რეხვიაშვილმა ეს მხოლოდ დღეს დაადასტურა.