LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას ჩემთვის რჩევა არ უკითხავს“ – ტიმოთი შალამეს დედა სარძლოზე პირველად ალაპარაკდა

228
page

საოცრად წარმატებული ახალგაზრდა მსახიობი, ტიმოთი შალამე და რეალითი შოუს ვარსკვლავი, „ბიზნესვუმენი“ კაილი ჯენერი ერთმანეთს 2023 წლიდან ხვდებიან. ამ პერიოდის განმავლობაში წყვილი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე. მედიის ცნობით, მსახიობის გარემოცვას მისი რჩეული არ მოსწონს და თვლის, რომ კაილი ზედმეტად ეჭვიანი და ამპარტავანია.

ყოველივე ამის ფონზე, შალამეს დედა, ნიკოლ ფლენდერი სარძლოზე პირველად ალაპარაკდა. როგორც ჩანს, მას ვაჟის არჩევანი მოსწონს და თვლის, რომ კაილი შესანიშნავი გოგონაა.

„მინდა გითხრათ, რომ კაილი უბრალოდ შესანიშნავია, ის მე ძალიან კარგად მექცევა. ტიმოთეს ჩემთვის რჩევა არ უკითხავს, უბრალოდ მითხრა, გამოიცანი, ვინ არის ჩემი რჩეულიო“, – განუცხადა ნიკოლმა გამოცემა Curbed-ს.

ფოტო/ვიდეო: მხურვალე ხვევნა და ცხელი კოცნა – კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე Coachella-ს ფესტივალზე გრძნობებს ვერ იმორჩილებენ

„კაილი ეჭვიანი, ქედმაღალი და ზედმეტად გადაპრანჭულია ტიმოთისთვის. ის მის კარიერას აფერხებს და თუკი მასთან სასიყვარულო ურთიერთობას გააგრძელებს, ტიმოთი ვერაფერს მიაღწევს. ჯენერის გამო ტიმოთიმ უკვე არაერთი მეგობარი დაკარგა“, – განაცხადა ინსაიდერმა გამოცემასთან საუბრისას.

„ის ეჭვიანი, ქედმაღალი და ზედმეტად გადაპრანჭულია ტიმოთისთვის, მან კაილის გამო უკვე არაერთი მეგობარი დაკარგა“ – ახალი დეტალები წყვილის შესახებ

სხეულის ენა ამოხსნილია – ვრცელდება ვიდეო, რომლითაც დასტურდება, რომ ტიმოთი შალამეს კაილი ჯენერი „ფეხებზე კიდია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები