LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასკმა ჯერ კიდევ არ გამოსული Tesla Cybertruck-ის გაძვირება დააანონსა

43
ტესლა

Tesla Cybertruck-ის მახასიათებლები და ღირებულება 2019 წელს დაანონსებული მაჩვენებლებისგან ძალიან განსხვავდება. ამის შესახებ „ტესლას“ დირექტორმა ილონ მასკმა პირადად ისაუბრა. მოდელის პრემიერიდან დღემდე 2 წელზე მეტი გავიდა და ამ დროის განმავლობაში მსოფლიოც ძალიან შეიცვალა. ავტო სამყაროზე დიდი გავლენა მოახდინა კოვიდმა, მიკრო ჩიპების დეფიციტმა, ფასების ზრდამ და გლობალურმა ინფლაციამ. ამ ყველაფრის წინასწარ ცოდნა კი შეუძლებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პიკაპის დაჯავშნა მხოლოდ 99 დოლარად იყო შესაძლებელი, სრული ფასი კი 39,9 ათასი დოლარიდან იწყებოდა.

მრავალი გადავადების შემდეგ, თუკი Cybertruck ბაზარზე მაინც გამოვა, ბევრი რამ შეიცვლება და ბუნებრივია ფასი არ დაიკლებს.

ეს ყველაფერი არ არის და ცვლილებები შეეხება მახასიათებლებსაც და მასკი დეტალების დაზუსტებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები