LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მასთან დიდი გეგმები მაქვს“ – რობი უილიამსი და კაილი მინოუგი 21 წლის შემდეგ ახალი დუეტით ბრუნდებიან

131
page

რობი უილიამსი და კაილი მინოუგი მუსიკალურ კარიერაში კვლავ აქტიურები არიან. 46 წლის ინგლისელმა მუსიკოსმა, განაცხადა, რომ მეგობრებთან ერთად ახალ ჯგუფს ქმნის. 52 წლის კაილიმ კი რამდენმე თვის წინ ალბომით  Disco ბრიტანული მუსიკალური ჩარტების პირველი ადგილი დაიკავა. ის პირველი ქალი შემსრულბელი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა ათწლეულის ალბომით ჩარტების მოწინავე პოზიციების დაპყრობა შეძლო.

და აი, თითქმის 21 წლის შემდეგ რობი და კაილი კვლავ ერთიანდებიან. ახლახანს რობიმ ინფორმაცია გააჟღერა, რომ კაილისთან ერთად სიმღერაზე იმუშავებს.

„მე მასთან დიდი გეგმები მაქვს. მისთვის სიმღერა დავწერე, თუ ის დამთანხმდება, ეს ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა უილიამსმა.

თუმცა, დასავლური მედია იტყობინება, რომ მათ სიმღერა უკვე ჩაწერეს. ამ ვარაუდის მიზეზი ხმის ჩამწერ სტუდიაში არტისტების ერთად გამოჩენა გახდა.

შეგახსენებთ,  2000 წელს მათ სიმღერა Kids და კლიპი გამოუშვეს, რომელმაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები