LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მათ ჩემი ოცნება მოიპარეს“ – კაცმა უჩივლა მეგობრებს, რომლებმაც ლატარეაში მილიონი მოიგეს

53
Capture

კანადაში, ონტარიოში მამაკაცმა სასამართლოში უჩივლა მეგობრებს, რომლებმაც ლატარია მოიგეს.
გამოცემა Metro-ს ინფორმაციით, მომჩივანი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებულებმა მას ოცნება მოჰპარეს. ფილიპ ცოცოსმა სარჩელი 16 მეგობრის წინააღმდეგ შეიტანა და მათგან ზარალის ანაზღაურებას – 70 ათას დოლარს ითხოვს. სამეგობრო ლატარიას 6 წლის წინ განმავლობაში ერთად თამაშობდა და ბილეთის ფულს ყველა მონაწილე დებდა. ცოცოსს ზოგჯერ ვალი უგროვდებოდა, თუმცა ის ირწმუნება, რომ ფულს ყოველთვის აბრუნებდა. ასეთივე სიტუაცია იყო მოგების წინაც. მეგობრების თხოვნას, ბილეთის 10 დოლარის დამატების შესახებ, კანადელმა ხუმრობით უპასუხა რომ შეეძლოთ ეს თანხა მოგებული ფულიდან გამოექვითათ.

ამის შემდეგ სამეგობრომ ლატარია მართლა მოიგო, თანაც მილიონი დოლარი და ეს ფული თანაბრად გაიყო. 16 მონაწილისგან თითოეულმა 62,5 ათასი დოლარი მიიღო, ცოცოსს კი არაფერი შეხვდა. ამან მამაკაცი ისე გააბრაზა, რომ სასამართლოს მიმართა.

მეგობრების ადვოკატი აცხადებს, რომ ცოცოსს ბილეთის ფული არ გადაუხდია, ამიტომ მოგებულზე პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეს. მოპასუხე მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსამართლეს თავისი სიმართლე დაუმტკიცოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები