LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათი შანსები რომ ნულოვანია, ეს არახალია, მათთვისაც და მათი დავალების მიმცემებისთვისაც, ამიტომ, გაშმაგებით ცდილობენ, რომ როგორმე ჩვენს ქვეყანაში  არეულობა შემოიტანონ და ძალადობრივი აქციები დააორგანიზონ“ – არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე

112
არჩილ გორდულაძე

„რადიკალური ოპოზიცია შავ დღეშია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ასეთია აგენტის ბედი, როგორც მონას არ აქვს უფლება, რომ თავისი პატრონის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლოს და თავისი აზრი ჰქონდეს, ზუსტად,  კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, რომ თავიანთი პატრონების დავალებების საწინააღმდეგოდ რაიმე იმოქმედონ“,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, „2028 წელს ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებშიც ზუსტად იგივე შედეგი დადგება, რაც დანარჩენ არჩევნებში“.

„მათ არავინ არ ეკითხება მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, მათ არავინ არ ეკითხებათ რა განცხადებას გააკეთებენ, არავინ ეკითხებათ ე.წ აქციას ჩაატარებენ თუ არა, მთავარია, როგორი იქნება მოსული მესიჯი, მოსული დავალება და როგორც განაცხადეს 2023 წელს აგენტურის ერთ-ერთმა წარმომადგენლებმა, ცალ ფეხზე ხტუნაობით გააკეთებენ ყველაფერს, რომ დავალება შეასრულონ უპირობოდ. მათი შანსები, რომ ნულოვანია, ეს არახალია, მათთვისაც, მათი დავალების მიმცემებისთვისაც და ამიტომ არის, რომ ასე გაშმაგებით ცდილობენ, რომ როგორმე ჩვენს ქვეყანაში, დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებში არეულობა შემოიტანონ და ძალადობრივი აქციები დააორგანიზონ.

მიიტაცონ სიმბოლოები და ადამიანებში, ქართველ ხალხში, დესტაბილიზაცია შემოიტანონ, ერთმანეთს დაუპირისპირონ. ეს არის მათი ბუნება, „ნაცის“ ბუნება ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ამიტომაც არის, რომ უკვე ათჯერ არჩევნებში დამარცხდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში, დამარცხდებიან მეთერთმეტედაც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს ქართველ ხალხთან ერთად „ქართული ოცნების“ გუნდი და რა თქმა უნდა, 2028 წელს ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებშიც ზუსტად იგივე შედეგი დადგება, რაც დანარჩენ არჩევნებში. „ქართული ოცნების“ გუნდი გაიმარჯვებს დამაჯერებლად, ქართველი ხალხის მხარდაჭერით,“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g