LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათიკაშვილი სააკაშვილზე: „დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში“

124
დავით მათიკაშვილი

„დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში, ეს არის მოცემულობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ, სად მოიხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი.

იაგო ხვიჩია: „ ვესაუბრე „ვივამედის“ ხელმძღვანელს, მან მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად სამი ოთახი აქვს, თუ არ ვცდები, ტელევიზორიც დღეიდან ექნება“

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: „მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ გაუარესებულა – აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში“

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო, საჭირო გახდა პალატის ცვლილება.

„თუ კონკრეტულ პატიმარს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილი პრეზიდენტია თუ არა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც არის წესი და ეს არის პენიტენციური დაწესებულება, ანუ ციხე, იქ უნდა მოიხადოს და არა სამედიცინო დაწესებულებაში.

მიხეილ სააკაშვილი: „მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი – გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს, როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?“

იუსტიციის სამინისტრო, ექიმები იღებენ გადაწყვეტილებებს და ისინი გადაწყვეტენ, სად არის მიხეილ სააკაშვილის ადგილი“. – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ბრეგაძე: „მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული, მინდა ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა!“

ინფორმაციისთვის, „ვივამედის“ კლინიკაში, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, დედამ, გიული ალსანიამ გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ „ახალ პირობებში ტელევიზორი არ ჰქონდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g