LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „2017 წელს კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში დაკანონდა ერთსექსიანთა ქორწინება“

136
მამუკა მდინარაძე

„როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა“, – ამის შესახებ , „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ქუთაისში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვე ტრენდად და თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს“:

პაატა მანჯგალაძე: „ნამდვილი ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები დედებსა და მამებთან იზრდებოდნენ, „ოცნებამ“ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ, თაობები „სკაიპით“ გაიზარდა – ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ“

„ქუთაისში ხშირად გვიწევს ქუთაისელებთან შეხვედრა და ამ ბოლო დროს, აქტუალური თემები, იცით თქვენ რაც არის. ბევრი არ გვახსენდება უფრო ძველი ევროპული ქალაქი, ვიდრე ეს ქუთაისია და დიდი პატივისცემით მივესალმები თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქუთაისელს.

აქტუალური საკითხებიდან ამ ბოლო დროს, როგორც ბატონმა შალვამ [პაპუაშვილმა] ბრძანა, გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვე ტრენდად და თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს.

ასევე ნახეთ

მმართველი გუნდი „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს.

მაშინ, როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ ამაზე და გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა“.- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. ამ დროისთვის პირველი შეხვედრა ქუთაისში მიმდინარეობს.

სუბარი: „ვეჭვობთ, ევროკავშირის პრესსპიკერმა გაგვაფრთხილა, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე შესწორებებს თუ მივიღებთ, იქნებიან მკაცრი სასამართლო სისტემასა თუ სხვა მიმართულებით“

magti 5g