LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: ერთადერთი ინტრიგაა – შემოვა თუ არა ამ ბრძოლაში „ბრინჯაოს გიორგით“ წოდებული გახარია

128
Untitled design - 2022-02-17T145920.618

მამუკა მდინარაძემ რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში გასამართი შუალედური არჩევნების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე ენმ-ის კანდიდატია და ის ამ არჩევნებს მმართველი პარტიის კანდიდატს ვერ მოუგებს. ერთადერთი ინტრიგა კი ამ არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხია.

„ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია. სხვანაირად წარმოუდგენელია. თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა „ბრინჯაოს გიორგით“ წოდებული გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის, რომ რამენაირად მეორე ტურში გადაიყვანოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა საინტერესო გახდეს ეს ამბავი.

რუსთავში „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს: ხატია დეკანოიძე

თუ ამას ვერ გაბედავს, რადგან ძალიან გაშიშვლდა მათი პოლიტიკა, მაშინ კიდევ უფრო მარტივად იქნება ყველაფერი. ის 2-3%, რომელიც დარჩენილია გახარიას ანგარიშზე, შეიძლება იყოს ცოტა უხერხულობა ჩვენთვის, მაგრამ საუბარია 2-3%-ზე და არა 6-7%-ზე. ერთადერთი ინტრიგა რჩება – ის ამ ბრძოლაში შემოვა თუ არა; ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია შემოვარდება თუ არა ამ თამაშში. მეტი დანარჩენი ყველაფერი გადაწყვეტილია. ირაკლი შატაკიშვილს შეუძლებელია მოუგოს გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ენმ-ის კანდიდატმა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძეს ასახლებს. მას მხარს უჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“.

ამავე თემაზე:

სერგეენკო ჯაფარიძის შანსებზე: მოსახლეობისათვის რაღაც უნდა გაგაჩნდეს, სოლიდარობა, მხარში დგომის სურვილი და არა მხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნისთვის გამოყენების შესაძლებლობა

თალაკვაძე: ჯაფარიძეს რუსთავში შანსი პრაქტიკულად არ ექნება – მისი კანდიდატურის წარდგენა პოლიტიკური მანევრია, რომ მოვლენების ზედაპირზე დარჩეს

ვოლსკი: რუსთავის საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება, ჯაფარიძის მსგავსი განაჩენის ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს

მიქანაძე ბადრი ჯაფარიძეზე: რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g