LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: მარნეულში იყო ეპიცენტრი, ორი პირი დააკავეს

89
5d341632a7e0c7889b5d5589deb8aa57-XL

“ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს მარნეული იყო ეპიცენტრი, სადაც მისივე სიტყვებით, ოპოზიციამ რამდენიმეგან მოახერხა პროვოკაციის მოწყობა.

“იცით, რომ ამ საქმეზე დაკავებულები იყვნენ კახა კვეკვესკირი და ჯაბა საჯაია, თუ ქამადაძე, ზუსტად არ ვიცი, ვადგენთ. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ეს ორივე ადამიანი დააკავეს. ამ ინციდენტების ეპიცენტრი 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანი იყო.

ამ უბანზე “ტვ პირველმა” გაუშვა კადრები, სადაც ჩანს სავარაუდო ჩაყრის ფაქტი, კარგად არ ჩანს, უბრალოდ ზურგიდან ჩანს ქალბატონი, რომელიც ამას აკეთებს, შემდეგ ხელს აფარებს, არ ვიცი, დეტალებს გამოძიება დაადგენს.

მე მინდა გაცნობოთ, რომ ეს ქალბატონი, რომელიც ტვ პირველმა აჩევენა არის ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრი და აქტიური მხარდამჭერი, იზოლდა ქველაძე. გამოძიებაა დასაწყები”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g