LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე სააკაშვილზე: 6 თვის წინ რომ პანიკა იყო ატეხილი, კვდება ადამიანი, დიაგნოზია უმძიმესიო, აბა, რა დიაგნოზი იყო? რამე გახსენდებათ? იცით, რატომ არ გახსენდებათ – სულ „ფეიკია“

118
Untitled design (7)

„იცით რა მაინტერესებს? ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილთან პირველად რომ შევიდა, იმის მერე დასკვნას დებენ და რით ვერ დადეს ეს დასკვნა?“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რატომ არის, რომ ვერ გადაადგილდება, სცვივა თმები, ტყდება ფრჩხილები, წიგნებს ვეღარ კითხულობს, თვალებში სინათლე დააკლდა..“ – სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, საზოგადოებას გაუგონარი ფაქტების მოსმენა მოუწევს

კითხვაზე, რომლის მიხედვითაც ცენტრის ექსპერტების დასკვნა კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, პარალელურად კი ადვოკატებმა მუშაობა დაიწყეს შუამდგომლობაზე, რომლითაც სააკაშვილის სასჯელის გადავადება უნდა მოითხოვონ, მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ამდენი ხანი კონკრეტული დიაგნოზი ვერავინ ვერ დადო“.

„დასკვნა არ არის, რაღაც შეიძლება დადონ და ამ რაღაცის საფუძველზე რაღაც მოხდება თუ არა. ეს ადამიანი უკვე დიდი ხანია ციხეში ზის, ბევრი თვეა და იმის შემდეგ, ხან ვიღაც ჩამოდის, ის ექსპერტი, ასეთი ავტორიტეტული, ისეთი ავტორიტარული, „ემპათია“, ეს ექიმი, ცუდად არის.

ამდენი ხანი კონკრეტული დიაგნოზი ვერ დადო ვერავინ, რა ხდება. მაგალითად, ექვსი თვის წინ რომ პანიკა იყო ატეხილი, კვდება ეს ადამიანიო, დიაგნოზია უმძიმესიო, მითხარით, აბა, რა დიაგნოზი იყო, რომელიმეს თუ გახსოვთ, რა დიაგნოზი იყო? რამე დიაგნოზი გახსენდებათ? იცით, რატომ არ გახსენდებათ – სულ „ფეიკია“, ეს ჩემი წარმოდგენაა“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სანიკიძე სააკაშვილზე: ჩაწოლილია და ვეღარ დგება, რად უნდა ამას დასკვნები, კლავენ კაცს, ბიძინა კლავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g