მმრთველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ მხარეები შეთანხმდებიან, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი პარლამენტში დღის ბოლომდე დარეგისტრირდება.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, არის დეტალები, როლებიც პრინციპულ საკითხებს არ წარმოადგენს და ფიქრობს, რომ ამ დეტალებზე შეთანხმდებიან:
“მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს. ბუნებრივია, არავის შეუძლია, მიუთითოს რომელიმე ქვეყანას, მაგალითად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა. ის, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია გარკვეული პრინციპები, ეს რომ გადახედვას არ საჭიროებს, ნათელია.
ზოგად პრინციპებზე ჩვენ დღეს შევთანხმდით. თითოეულ სიტყვაზე, ასე ეწერება იქ, თუ ისე, ეს უფრო გამოხატავს და ის უფრო ნაკლებად გამოხატავს, ამაზე ხელთ გვაქვს დრაფტი, ჩავასწორებთ, ზოგს გავიზიარებთ, ზოგს არ გავიზიარებთ. არის დეტალები, როლებიც პრინციპულ საკითხებს არ წარმოადგენს და ვფიქრობ, ამ დეტალებზე შევთანხმდებით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღეს არის დღე, რომ დღის ბოლომდე უნდა დავარეგისტრიროთ რეზოლუცია, ამიტომ თუ შევთანხმდებით, ბუნებრივია, ჩვენ ამას დღის ბოლომდე დავარეგისტრირებთ. თუ შევთანხმდებით იმ ტექსტზე, რომელშიც პრინციპებზე წინააღმდეგობა ვერავინ გასწია დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გვექნება საერთო ტექსტი და საერთო რეზოლუციად დარეგისტრირდება, ხოლო თუ იმ დეტალების გამო, ვინმე უარს იტყვის, მაშინ ბუნებრივია, ჩვენ დავარეგისტრირებთ ჩვენს ვერსიას, გავიტანთ კიდეც და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება”, – ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებთ, უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციები საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაიმართა. პროცესში როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ჩართული.