სულ ცოტა ხანში, მაილი საირუსის მე-8 სტუდიური ალბომი, Backyard Sessions გამოვა. არტისტმა ალბომიდან პირველი სინგლი ერთი თვის წინ გაავრცელა. სიმღერამ Flowers დიდი ფურორი მოახდინა. რამდენიმე საათის წინ კი მან მორიგი სინგლი, River და მასზე გადაღებული კლიპი გამოუშვა.
შავ-თეთრ კლიპში ვარსკვლავი ენერგიულად ცეკვავს. მას სადა და დახვეწილი შავი კაბა ამშვენებს. ახლა მთავარი შეკითხვა ისაა, გაჰიტდება თუ არა მაილის ახალი სინგლი წინამორბედის მსგავსად.
„მე ახალი კაბა მაქვს იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრში შეგხვდე, თმებს ისე გადავიწევ უკან, როგორც შენ მოგწონს, თუ მაგრად ჩამეხუტები და არასდროს გამიშვებ. შენ მდინარესავით ხარ…“– მღერის მაილი.
შეგახსენებთ Flowers-მა, რომელიც მაილიმ ყოფილ ქმარს, ლიამ ჰემსვორტს მიუძღვნა, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და ყველაზე ხშირად სმენადი სიმღერა გახდა. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში კომპოზიციამ პლატფორმაზე 100 მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა. სიმღერა ასევე 13 ქვეყანაში პირველ ადგილზე განთავსდა.
მაილი საირუსმა სიმღერის Flowers დემო ვერსია გაავრცელა და ის საოცრად მელოდიურია
როცა შენი სიმღერა 13 ქვეყანაში პირველ ადგილზეა – მაილი საირუსი ტრიუმფს „პატარა შავ კაბაში“ ზეიმობს