მაილი საირუსმა თავისი საკულტო სიმღერის, Flowers დემო ვერსია გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია მან „ინსტაგრამზე“ გააჟღერა და ფოტოც გააზიარა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის ახალი ვერსია ბევრად ნელი და მელოდიურია. ნამუშევარი „იუთუბზე“ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა და მას უკვე 76 ათასი ნახვა აქვს.
შეგახსენებთ, საირუსის ახალმა სინგლმა, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და ყველაზე ხშირად სმენადი სიმღერა გახდა. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში კომპოზიციამ პლატფორმაზე 100 მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა. სიმღერა ასევე 13 ქვეყანაში პირველ ადგილზე განთავსდა.
ინსაიდერის ცნობით, ლიამ ჰემსვორტი მალი საირუსს სიმღერისთვის Flowers სასამართლოში უჩივის
როცა შენი სიმღერა 13 ქვეყანაში პირველ ადგილზეა – მაილი საირუსი ტრიუმფს „პატარა შავ კაბაში“ ზეიმობს