LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ცხოვრების ათვლა დავიწყე 25 მარტის გამთენიისას… მხოლოდ ეს მახსოვს რომ მყავდი: კეთილი, ლამაზი, ნიჭიერი, დარდიანი და უღალატო შვილი ირმიკო. სხვა არაფერი და ვერაფერი გავიგე შვილო ამ ცხოვრების“ – მარიამ გაფრინდაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

2682
ინგა ჟღენტი

ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის დედა, ინგა ჟღენტი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ტრაგედიიდან, რომელმაც მისი შვილის, ირმა გაფრინდაშვილის სიცოცხლე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იმსხვერპლა, 15 დღე გავიდა.

ინგა ჟღენტი იმ საბედისწერო ღამეს იხსენებს, რომელმაც მისი სამყარო სამუდამოდ შეცვალა და იმ გაუნელებელ ტკივილზე წერს, რაც შვილის დაკარგვამ დაუტოვა.

„ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს“ – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„15 დღე გასულა დედა, მხოლოდ 15 . მე კი მგონია საუკუნეა გასული ჩემო…

არც მახსოვს როგორი იყო სამყარო 25 მარტამდე. როგორები იყავით ,როგორ იზრდებოდით , როგორ სწავლობდით, როგორ ცელქობდით , როგორ მაბრაზებდით ან მეფერებოდით დედა.

მე ცხოვრების ათვლა დავიწყე 25 მარტის გამთენიისას .

როცა მობილური რეკავდა განუწყვეტლივ ყვიროდნენ და კიოდნენ ჩემი შვილები და შვილიშვილები. ვხედავდი შეშინებული მეზობლების და ახლობლების თვალებს.
ვიდექი ეკლესიასთან და უფალს ვეხვეწებოდი არ დაეშვა შენი წართმევა, ვახსენებდი რომ შვილები გყავდა .ვუხსნიდი რომ უშენობას ვერ ავიტანდით ოჯახის ვერცერთი წევრი…..

თუმცა არაფერი დე … ჩვენ დავისაჯეთ. და ასე დავრჩი განადგურებული , იმედწართმეული და გაწბილებული. დაიწყო ცხოვრების ახალი გზა ჩემთვის – სავალდებულო .
შენთვის? ….

მხოლოდ ეს მახსოვს რომ მყავდი: კეთილი, ლამაზი, ნიჭიერი, დარდიანი და უღალატო შვილი ირმიკო. სხვა არაფერი და ვერაფერი გავიგე შვილო ამ ცხოვრების“

„მეცოდება.. და მთელი გულით თანავუგრძნობ იმ ადამიანს და მის ოჯახს – რომელმაც ,შენი მკვლელობის ტვირთი მთელი ცხოვრება უნდა ატაროს“ – მარიამ გაფრინდაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები