„მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მის მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას ეხმაურება.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს რუკის სლაიდზე არ ჩანდა ოკუპირებული ტერიტორიები წერს, რომ „უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ“:
„მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება.
როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შევთანხმდებით, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
მამუკა მდინარაძე – „რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს, ვინც ჯერ არ იცის, საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა“
„პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა“…
მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური…
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2024
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა:
„თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, შემდეგ სლაიდზე, რომელზეც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა.
და ამათ ვინმე დაარწმუნებს, რომ არჩევნები არ გაყალბდა. ფაქტობრივად ტოტემების მსხვრევის ტოლფასი იქნებოდა მათთვის.
P.S. ეს საარჩევნო ოლქების რუკაა, რეგიონების რუკაც კი არ არის. ეს ოპოზიცია საერთოდ არჩევნებში სად მონაწილეობდა, ეგ თუ იციან, უკვე ეგ კითხვაც მიჩნდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, შემდეგ სლაიდზე, რომელზეც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ…
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2024