LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი

20298
Untitled design (1)

3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გადარჩენისთვის რაჭის ადგილობრივ მცხოვრებლებს მადლობას უხდის.

„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.. გადავრჩით სასწაულებრივად“ – რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

მარიამ ბერიანიძე მეწყერის ჩამოწოლის დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“ წერს:

„გამარჯობა, მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.

მინდა მადლობა გადავუხადო რაჭველ უმაგრეს ბიჭებს. ვიცი, მხოლოდ ერთის სახელი ლაშა, რომელიც ჰალკივით დაკუნთულია და ჩვენთვის იმედის ნაპერწკალი იყო.

2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში, უცებ ვხედავთ, ამ ლაშას და კიდევ მათ რამდენიმე მეგობარს, რომლებიც შოვის ტყიდან გადმოვიდნენ და დანგრეული კოტეჯების ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს.

სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა.

არ ვიცი, აქ ხართ თუ არა ბიჭებო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგად ხართ. მადლობა უდიდესი, უღრმესი, თქვენი ამაგი მთელი სიცოცხლე გაგვყვება. მინდა, მუდამ ჯანმრთელები და ბედნიერები იყოთ. ასევე უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს – ვინ გვაჭმევდა და ვინ გვაცმევდა, აღარ ვიცი. ყველა სათითაოდ მოდიოდა და გვეხმარებოდა. მადლობა, ხალხნო, თქვენი გვერდში დგომა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო“, – წერს მარიამ ბერიანიძე.

 

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

ვიდეო: „მთელი ღამე ჩვენთან იყვნენ სველები, ტალახიანები, ჩვენთან ტყე-ტყე გადმოსულები, შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ, საკვები გაგვინაწილეს“ – რას წერს მერაბ ნინიძის შვილი, რომელიც სტიქიას გადაურჩა

„ჩემი სიცოცხლე, ჩემი მამაცი გოგო“ – რას წერს დედა გოგოზე, რომლის ფოტოც რაჭის სტიქიის პირველ წუთებში გავრცელდა  

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში ამ დრომდე გრძელდება.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g