LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გავხადე ისინი პოპულარულები“ – ტომ კრუზს ყოფილი მეგობრების, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების დანახვა არ სურს – რას ყვება ინსაიდერი

351
page

ახლახან, გამოცემა Mirror-ს ინსაიდერმა მოულოდნელი ინფორმაცია მიაწოდა. საუბარია ტომ კრუზისა და ბექჰემების მეგობრობაზე, რომელიც უკვე წლებია დასრულებულია.

როგორც ირკვევა, როდესაც დევიდი და ვიქტორია ახლად შეუღლებულები იყვნენ და ლონდონიდან ლოს-ანჯელესში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ისინი ტომსა და მის იმჟამინდელ მეუღლეს კეტი ჰოლმსს ძალიან დაუახლოვდნენ. კრუზი წყვილს მხარში ედგა და მათ ყველაფერს უკეთებდა, რათა მათ თავი დაემკვიდრებინათ.

„ტომი მათთვის ყველაფერს აკეთებდა, მან დიდი წვეულება მოაწყო, რათა ბექჰემები გლამურულ საზოგადოებასთან დაეახლოვებინა. როგორც კი დევიდმა და ვიქტორიამ ჰოლივუდში პოზიციები გაიმყარეს, ტომის სიკეთე დაავიწყდათ და ის მიატოვეს. ტომი თვლის, რომ ისინი სწორედ მან გახადა პოპულარულები და ძალიან ნაწყენია, ტომს ბექჰემების დანახვა არ სურს“, – ნათქვამია ინსაიდერის განცხადებაში.

„ასაკი მაინც თავისას შვრება, რთული ღამე ჰქონდა“ – პაპარაცებმა კლუბიდან მომავალი 60 წლის ტომ კრუზი გადაიღეს

„ჩვენ მუშათა კლასიდან ვართ…“ „რა მუშათა კლასი, როლს-როისით დაჰყავდი მამაშენს?“ – დევიდ ბექჰემმა ვიქტორიას გულწრფელობისკენ მოუწოდა – უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

„ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო“ – აცრემლებულმა ვიქტორია ბექჰემმა 20 წლიანი დუმილი დაარღვია და დევიდის ღალატზე ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები