LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე კერძო დეტექტივი ვარ და გიზიარებთ იმ გიჟურ გზებს, რომლითაც მოღალატეები თავისი ღალატის დამალვას ცდილობენ“

146
0_Jealous-woman-and-cheating-man

ბრიტანეთში კერძო დეტექტიური სააგენტოს მეპატრონემ დაასახელა ორიგინალური მეთოდები, რომელსაც ქმრები ცოლების ღალატის დროს იყენებენ. 15 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში დეტექტივმა ლეონ ჰარტმა 5000-ზე მეტ ღალატს ახადა ფარდა და როგორც თავად ამბობს, უკვე აღარაფერი აკვირვებს.

„ერთხელ მოღალატე აღმოჩნდა 50 წლის კაცი, რომელსაც 3 შვილი და 7 შვილიშვილი ჰყავდა“, „თვალთვალის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ის ცხოვრობდა სხვა ქალთან ერთად სხვა მისამართზე, ოღონდ იმავე სოფელში სადაც მისი მეუღლე.“

როდესაც კაცი ღალატში გამოიჭირეს, მან აღიარა, რომ ეს რომანი თითქმის იმდენივე წელი გრძელდებოდა, რამდენიც მისი ქორწინება.

მეორე შემთხვევაში შეძლებული მამაკაცის ცოლმა ის ღალატში იმის გამო დაადანაშაულა, რომ მას ხშირად უწევდა „საქმეებზე“ სიარული. ჰარტმა კი აღმოაჩინა, რომ ეჭვმიტანილს არც მეტი არც ნაკლები 3 ოჯახი ჰყავდა. ყველა ოჯახი ზღვაში სხვადასხვა კუნძულზე ცხოვრობდა და ეს კაციც კუნძულებს შორის ვერტმფრენით გადაადგილდებოდა. ამასთან, მოღალატე მაქსიმალურად ცდილობდა, რომ სამივე ოჯახისთვის თანაბარი დრო დაეთმო.

კიდევ ერთი მოღალატე, რომელსაც დეტექტივი იხსენებს, ცოლს ეუბნებოდა რომ გოლფის სათამაშოდ მიდიოდა. გოლფის მოედანზე ის მართლაც მიდიოდა, ტელეფონს იქ ტოვებდა და შემდეგ საყვარელთან შესახვედრად სასტუმროში იპარებოდა. გეოლოკაციის მიხედვით კი ისე ჩანდა, თითქოს ღალატის დროს ის მეგობრებთან ერთად გოლფს თამაშობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები