ნიკოლოზ ხარატის დედა იუბილარია. ყველასთვის საყვარელი მომღერალი დედას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
„დედა ჩემო, სიცოცხლე და სიყვარულო, გილოცავ დაბადების დღეს! ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდ პატივს გცემ და ჩემს წარმატებაში და ცხოვრებაში უდიდესი წვლილი მიგიძღვის. მე რომ ამდენი ადამიანი მიცნობს და ჩემს შემოქმედებას პატივს სცემს, შენი დამსახურებაა, დედა. მიყვარხარ უკიდეგანოდ და მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი დედიკო მაჩუქა; მადლობა ღმერთს, რომ შენი შვილი ვარ. ღმერთმა ჯანმრთელი, ბედნიერი და გახარებული გამყოფოს ჩვენთან ერთად.
ელისოს გაუმარჯოს!“- წერს ნიკოლოზ ხარატი.
