LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე უკეთ გამოვიყურები, ვიდრე დევიდ ბექჰემი“ – კრიშტიანო რონალდოს ინტერვიუ, რომელმაც მედია მოიცვა

131
page

ფეხბურთის ორი გიგანტის, დევიდ ბექჰემისა და კრიშტიანო რონალდოს ვიზუალური შედარება უკვე მრავალ წელია კამათის საგანია. როგორც ჩანს, რონალდომ გადაწყვიტა წერტილი დაუსვას ყოველივე ამას.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა პირს მორგანის ეთერში განაცხადა, რომ ის უკეთ გამოიყურება, ვიდრე დევიდი.

„ჩემი აზრით, სილამაზე მხოლოდ სახე არაა ეს მთელი პაკეტია. ვინ უფრო სიმპათიურია? მე, 100 პროცენტით. მისი სახე ლამაზია, ნამდვილად ძალიან სიმპათიურია, მაგრამ დანარჩენი, – ჩვეულებრივი. მე ჩვეულებრივი არ ვარ, მე სრულყოფილი ვარ“, – განაცხადა ფეხბურთელმა.

საუბარი ამაზე არ დასრულებულა. რონალდოს თქმით, ის შესაძლოა პლანეტის ყველაზე ცნობილი ადამიანიც იყოს.

„ჯორჯიანას ბეჭედი არ აინტერესებდა“ – კრიშტიანო რონალდო ხელის თხოვნის დეტალებს იხსენებს და ქორწილის გეგმებს გვიზიარებს

„ის ამ დღისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა“ – ცნობილია, თუ რა აჩუქა წინასაქორწილოდ კრიშტიანო რონალდომ ჯორჯიანა როდრიგესს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები