LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვარ ერთი ციდა: ბაკურიანმა ბავშვებისთვის ახალი ბრენდი შექმნა

186

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” მიერ წარმოებულ არაგაზირებული წყლის ბრენდს „ბაკურიანი“ ახალი შეფუთვა დაემატა – „ბაკურიანი ციდა“. ახალი ბრენდი სპეციალურად ბავშვებისთვის შეიქმნა.

როგორც ”ფორტუნას” “IDS ბორჯომი საქართველოში” განუცხადეს, კომპანიის მიზანია, ისეთი ჯანსაღი პროდუქტი, როგორიც წყალია, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელ სასმელად აქციოს. ბრენდის საკომუნიკაციო გზავნილი მშობლებზეა მიმართული: „ბაკურიანი ციდა“ – თქვენი სიმშვიდის და მათი ჯანმრთელობისთვის.

“ბაკურიანი ციდას“ შეფუთვასა და კომუნიკაციაზე ბევრი ვიფიქრეთ. ჩვენ ვიზრუნეთ, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის კომფორტული და საინტერესო ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, შევარჩიეთ სპეციალური თავსახური, რომელიც აბსოლუტურად ჰიგიენურია. წყალი მხოლოდ თავსახურზე მიწოლის შედეგად გადმოდის ბოთლიდან. შესაბამისად, გამორიცხულია წყლის შემთხვევით დაქცევაც. ბოთლის ვიზუალური მხარეც ბავშვებზეა მორგებული, ეტიკეტზე დატანილია სუპერგმირები – ბაკური და ანი, რომლთა პირველი თავგადასავალიც უკვე შექმნილია და აქციის ფარგლებში დარიგდება გუდვილის მაღაზიათა ქსელში 8,9,13,14,15,22 და 23 აპრილს. იმედია, სულ მალე „ბაკურიანი ციდა“ ბავშვების და მათი მშობლების საყვარელ ბრენდად იქცევა, ბაკურის და ანის საოცარი თავგადასავალი კი, ძილის წინ საკითხავ წიგნად“, – აცხადებს სალომე ბეჟიტაშვილი, „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი.

კომპანიის ინფორმაციითვე, არაგაზირებული წყაროს წყალი „ბაკურიანი“ საქართველოს ბუტილირებული წყლის მთლიან ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია. მას ბაზრის 20.7%-იანი წილი უჭირავს. არაგაზირებული წყლის სეგმენტში კი „ბაკურიანი“ უპირობო ლიდერია 49.3%-იანი წილით. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო წყაროს წყალს „ბაკურიანი“ 2004 წლიდან აწარმოებს. დღეისათვის ბაზარზე ამ ბრენდის 8 სახის შეფუთვა არსებობს – 0.33ლ. „ბაკურიანი ციდა“; “0.5ლ. მინა; 0.5ლ. PET; 0.5ლ. PET სპორტული თავსახურით; 1.5ლ. PET; 3ლ. PET; 6ლ. PET; 19ლ. შეფუთვა საოჯახო და საოფისე მოხმარებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები