LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე წვიმის წვეთი ვარ“ – მერაბ სეფაშვილი სიმღერის პრემიერით „ფორტუნა პლუსში“

337
page

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემას, „უსმინე ახალს“, რომლის წამყვანი მიკი ჯეჯელავაა, მერაბ სეფაშვილი ესტუმრა. მომღერალმა მსმენელს საინტერესო სიახლეები გააცნო – შედგა სიმღერის პრემიერაც. გადაცემაში სიმღერის შესახებ დეტალურად ისაუბრა კომპოზიტორმა, გიგი ორაგველიძემ, რომლის მუსიკის ავტორიც თავად არის.

მერაბი: „ახალი სიმღერა წინა რეპერტუარისგან განსხვავებულია და შესაძლოა თქვენი მსმენელის გემოვნებასაც მოერგოს. საინტერესო გამოვიდა, თუმცა მას მსმენელი შეაფასებს. მადლობა მინდა გიგი ორაგველიძეს ვუთხრა. მას თავისი მიგნებები აქვს, აგრეთვე აჩიკო ოშხერელსაც დიდი მადლობა, მან არანჟირებაზე იმუშავა“.

გიგი ორაგველიძე: „ამ სიმღერის ტექსტი ინგლისურად დაწერა, აჩი ოშხერელმა, არანჟირებაც მას ეკუთვნის. შემდეგ სიმღერა მე ჩავწერე სტუდიაში. მერაბს მოეწონა, მისი ქართული ვერსიის ტექსტი მაია ხოფერიამ დაწერა. მუსიკის ავტორი კი მე ვარ“.

როგორი იყო ჩაწერის პროცესი?

„ეს სიმღერა თავიდან იყო ინგლისური ტექსტით, თითქოს ნახევარფაბრიკატი იყო. მე კი მასში ღრმა პოეტური განწყობა დავინახე. ზოგადად, პოეზია ყველაფერში კარგია“

რისი თქმა გინდათ ამ სიმღერით, რომლის სახელწოდებაცაა „მე წვიმის წვეთი ვარ“

„ზოგადად, ჩვენ, ადამიანები მთელი სამყაროს ნაწილი ვართ. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. ამ სიმღერაში ძალიან დიდი, ღრმა აზრი და იდეა დევს“.

თქვენ მალე გრანდიოზულ კონცერტს გამართავთ, სადაც უამრავი ახალგაზრდა ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას

„დიახ, ზოგადად ახალგაზრდებთან ურთიერთობას მუდამ საინტერესო შედეგი მოაქვს, ეს ცხოვრებაშიც ასეა. მე დიდ მადლობას ვეტყვი ყველას, რომ ვართ ერთად და უნდა გავაკეთოთ საინტერესო საღამო. კონცერტი შედგება 27 სექტემბერს „მონოჰოლში“. ჩემთან ერთად სცენაზე გამოვლენ: „მწვანე ოთახი“, „სალიო“ ჯგუფი „ყველა“, „ვაკის პარკი“, „ძვალი“, ანანო ღიბრაძე და ბევრი სხვა…“

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემაში, „უსმინე ახალს“ სიმღერის პრემიერის შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა გიგი ორაგველიძემ. კომპოზიტორი ამბობს, რომ 25 წლის განმავლობაში პირველად შედგა სიმღერის პრემიერა ყველასათვის საყვარელ რადიოში.

„დღეს რადიო ფორტუნა პლუსის ეთერში შედგა პრემიერა, ლეგენდარული ქართველი მეგა ვარსკვლავის, მერაბ სეფაშვილის შესრულებით, ჩემი ახალი სიმღერის, “მე წვიმის წვეთი ვარ”… ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღეა ვინაიდან 25 წლის განმავლობაში სწორედ პირველად გაპრემიერდა (ფორმატიდან გამომდინარე) ეს სიმღერა ყველასათვის საყვარელ და გრანდიოზულ რადიოში…“ – წერს გიგი ორაგველიძე.

დღეს რადიო ფორტუნა პლიუსის ეთერში შედგა პრემიერა, ლეგენდარული ქართველი მეგა ვარსკვლავის, მერაბ სეფაშვილის შესრულებით,…

Posted by Gigi Oragvelidze on ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები