LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მედიის საშუალებით გავიგე“ – შაკირამ პიკეს ღალატის შესახებ მაშინ გაიგო, როცა მამა რეანიმაციაში ჰყავდა – შაკირა დეტალებზე ალაპარაკდა

529
page

შაკირასა და ჟერარ პიკეს სკანდალური განშორებისა და ფეხბურთელის ღალატის შესახებ ინფორმაცია გასულ წელს გავრცელდა. მას შემდეგ უამრავი რამ მოხდა, თუმცა ეს საკითხი კვლავ აქტუალურია.

პიკეს ღალატის შესახებ შაკირამ ახალ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა და აქამდე უცნობი დეტალებიც გააჟღერა. ის აცხადებს, რომ პარტნიორის ღალატის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც მისი მამა რეანიმაციაში იწვა.

„ყველაფერი ერთდროულად დამატყდა თავს, ჩემი ოჯახი ნაკუწებად იქცა. მე მედიის საშუალებით გავიგე, რომ მიღალატეს. ამ დროს მამაჩემი რეანიმაციაში იმყოფებოდა. არ მეგონა, რომ გავუძლებდი ყოველივე ამას. მამა მაშინ მტოვებდა, როცა მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მასთან საუბარი და მისგან რჩევის მიღება არ შემეძლო. მე ჩემმა მუსიკამ მიხსნა“, – აცხადებს არტისტი, რომელიც ახლა შვილებთან ერთად მაიამიში იმყოფება და თავს უკვე ბედნიერად და ლაღად გრძნობს.

შაკირა 91 წლის მამას კლინიკაში თავად ავარჯიშებს, სიმამრის სანახავად ჟერარ პიკეც მივიდა – ემოციური ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

შაკირა შვილებს ქორწილში არ უშვებს – განრისხებული ჟერარ პიკე ვაჟებთან ერთად აეროპორტში გადაიღეს

წელზე მოხვეული ხელი და რომანის დასაწყისი – შაკირას და ლუის ჰამილტონის პირველი გამოჩენა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები