LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფე და დედოფალი – ბიონსემ და ჯეი-ზიმ „ლუი-ვიტონის“ ჩვენებაზე ფურორი მოახდინეს

337
page

„ლუი-ვიტონის“ ახალმა კრეატიული დირექტორმა, ფარელ უილიამსმა მამაკაცების კოლექციის 2024 წლის შემოდგომის ჩვენება გამართა. ღონისძიებას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო.

ფარელ უილიამსი „ლუი ვიტონის“ კრეატიული დირექტორი გახდა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Louis Vuitton (@louisvuitton)

მიუხედავად იმისა, რომ ბიონსე ახლა ძალიან დაკავებულია თავისი მასშტაბური ტურნეთი, მან მაინც მოახერხა გლამურულ შოუზე მისვლა, მას თან მეუღლე, ჯეი-ზი ახლდა. წყვილის გამოჩენა სენსაციად იქცა. ისინი შესანიშნავ ფორმაში იყვნენ.

53 წლის ჯეი ზი შავ, კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. 41 წლის ბიონსე კი ბრწყინავდა ატლასის ყვითელ სამეულში. მას თავისუფალი სტილის შარვალი,  პერანგი და მოსაცმელი ამშვენებდა, მის „ლუქს“ კი ამავე ფერის ჩანთა ასრულებდა.

შთამბეჭდავი ფოტოები არტისტმა მოგვიანებით „ინსტაგრამზეც“ გაავრცელა.

ბიონსეს თვალწარმტაცი „ლუქები“ ტურნედან – ვარსკვლავი ფოტოების სერიას ავრცელებს

ვიდეო: ბიონსე „ჯორჯ ჰობეიკას“ ვერცხლის კრისტალებითა და მარგალიტებით მორთულ კოსტიუმში ბერლინში გამართულ კონცერტზე

 

View this post on Instagram

 

A post shared by Beyoncé (@beyonce)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები