ბექჰემების ოჯახური დაპირისპირება კვლავ ტაბლოიდების მთავარი განხილვის საგანია. როგორც ირკვევა, სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი აქტიურად არის ჩართული პროცესებში და ბრუკლინ ბექჰემსა და მის მეუღლეს, ნოკოლა პელტცს მხარს უჭერს.
ინსაიდერების თქმით, მეგან მარკლი ბრუკლინში საკუთარ თავს ხედავს, ის მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ბექჰემი მედიამ უსამართლოდ „გააშავა“, ზუსტად ისე, როგორც ეს მას და პრინც ჰარის დაემართათ სამეფო ოჯახთან დაპირისპირებისას.
წყაროს ცნობით, მეგანმა და ჰარიმ ბრუკლინს პირადად დაურეკეს და ურჩიეს, ემოციურ პოსტებს თავი დაანებოს. საუკეთესო არჩევანი სიღრმისეული ინტერვიუ იქნება, ამიტომ მეგანი ცდილობს ბრუკლინ ბექჰემსა და ლეგენდარულ ტელეწამყვანს, ოპრა უინფრის შორის ხმაურიანი ინტერვიუ დააორგანიზოს.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ბრუკლინი ამ შეთავაზებას. თუმცა თუკი ეს ასე მოხდა, კიდევ უამრავი დეტალი გახდება ცნობილი ბექჰემების დიდი ოჯახის შესახებ.

