LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებო, ჩვენს უძვირფასეს, განსაკუთრებულ მახოს, თანადგომა სჭირდება! მისი მდგომარეობა ისევ დამძიმდა…“ – მალხაზ ხარბედიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

152
მალხაზ ხარბედია

მალხაზ ხარბედიას საზოგადოების დახმარება სჭირდება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები წერენ.

როგორც კატუ ცხადაძე „ფეისბუკში“ წერს, მალხაზ ხარბედიას, რომელსაც 3 წლის წინ მელანომის დიაგნოზი დაუსვეს, მისი მდგომარეობა ახლა ისევ დამძიმდა:

„მეგობრებო, ჩვენს უძვირფასეს, განსაკუთრებულ მახოს, მალხაზ ხარბედიას თანადგომა სჭირდება! მახოს 3 წლის წინ მელანომის დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ მან მკურნალობის რამდენიმე კურსი გაიარა, პერიოდული გართულებებით და გამოკეთებებით. შუალედებში რამდენი რამე გააკეთა ამ სამ წელიწადში, კი გახსოვთ.

მახოს მდგომარეობა ახლა ისევ დამძიმდა, სხივურ თერაპიას უტარებენ და იმედია, მალე ძველებური შემართებით დაგვიბრუნდება, თავისი, ყველასაგან განსხვავებული ოპტიმიზმით და „არილის“ ახალი ნომრებით.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშებზე:
#GE36TB1100945068122334 მალხაზ ხარბედია
#GE04BG0000000809538100 ეკა ხარბედია
ყველამ ვიცით, ასეთ ვითარებაში სულ მცირედიც რა მნიშვნელოვანია პაციენტისთვის და მისი ოჯახისთვის. ასეთი ქვეყანა გვერგო, ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთს ვიცავთ, ერთმანეთს ვამხნევებთ.  
ძალიან გთხოვთ, ოჯახის წევრებს ნუ დაურეკავთ, ძალიან ძნელია ასეთ დროს სატელეფონო ზარებთან, მესიჯებთან, შეტყობინებებთან გამკლავება და მათზე პასუხი“, – წერს კატუ ცხადაძე სოციალურ ქსელში.

მეგობრებო, ჩვენს უძვირფასეს, განსაკუთრებულ მახოს, Malkhaz Kharbedia-ს თანადგომა სჭირდება! <3 მახოს 3 წლის წინ…

Posted by Katu Tskhadadze on შაბათი, 31 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g