LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკიდან აშშ-ში არალეგალურად გადასვლა რთულდება – რას ითვალისწინებს ტრამპის ადმინისტრაციის დროს მიღებული კანონი, რომელიც, სასამართლომ ძალაში დატოვა

408
Untitled design (1)

მექსიკიდან აშშ-ში არალეგალურად გადამსვლელებისთვის პროცესი კიდევ უფრო გართულდება – აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდის საკამათო სასაზღვრო პოლიტიკის კანონი, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთის დროს, ათასობით არალეგალის დაუყოვნებლივ დეპორტაციას გულისხმობდა.

როგორც BBC  წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, ავტომატურად დააბრუნოს უკან არალეგალური მიგრანტები, რომლებიც ეძებენ შესვლას.

„ასეთი სასაზღვრო პოლიტიკის პოტენციურმა გაუქმებამ გამოიწვია შეშფოთება, რომ საზღვარზე მიგრანტების რაოდენობა გაიზრდებოდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას შეასრულებს“, – წერს მედიასაშუალება.

ოფიციალურ განცხადებაში კი აღნიშნულია: „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საზღვრის უსაფრთხო, მოწესრიგებული და ჰუმანური გზიებით მართვისთვის და გავაგრძელებთ იმიგრაციის ლეგალური გზების გაფართოებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები