LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი: „აღარც დამითვლია, რამდენი კორპორატიული და საახალწლო კონცერტი გავაუქმეთ, რადგან 1989 წლიდან იქ ვდგავარ, სადაც საქართველოს ევროპული მომავალია“

316
მერაბ სეფაშვილი

უკვე რამდენიმე დღეა, ქართველი მომღერლების ნაწილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებს.

„ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტები 14 იანვრის ჩათვლით გაუქმებულია, აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად აქცია-კონცერტის გამართვა გვინდა“ – კახა მამულაშვილი

გაუქმებული ღონისძიებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს მომღერალი მერაბ სეფაშვილიც და აღნიშნავს, რომ არ მოუთვლია, უკვე რამდენი კორპორატიული და საახალწლო კონცერტი გააუქმა:

„ისრაელის კონცერტის შემდეგ აღარც დამითვლია, რამდენი კორპორატიული და საახალწლო კონცერტი გავაუქმეთ, რადგან იქ ვდგავარ 1989 წლიდან, სადაც საქართველოს ევროპული მომავალია. რუსეთი ოკუპანტია!!!“ – წერს მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში.

სტეფანე: „11 კორპორაციული და ახალი წლის ღონისძიებაც გავაუქმეთ… პანდემიაა თუ არეულობა, ყველას ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ჩვენ გარდა…“

„არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას…ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ“ – ნინი ბადურაშვილი

ისრაელის კონცერტის შემდეგ აღარც დამითვლია რამდენი კორპორატიული და საახალწლო კონცერტი გავაუქმეთ, რადგან იქ ვდგავარ 1989 წლიდან სადაც საქართველოს ევროპული მომავალია✌ 🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪 რუსეთი ოკუპანტია!!!

Posted by Merab Sepashvili on ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2024

ქრისტინე იმედაძე: „ჩემი მეგობრები, ნაცნობები ან სულაც უცხო ადამიანები ძალიან უსამართლოდ დაკავებულები ან სასტიკად ნაცემები არიან! ცხადია, რომ კონცერტის და ზეიმის დრო არ არის!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g