LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილი კი გამოვიდა, მაგრამ ჩემი გიორგი სად არის? – ჯამბულ გამცემლიძე

1032
pjimage

2008 წელს, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.

“ვეკითხები ვანო მერაბიშვილს, ის კი გამოვიდა 7-წლიანი პატიმრობიდან, მაგრამ ჩემი გიორგი სად არის?! რომ ამბობს სამარტოო საკანში ვიჯექიო, ნახოს, მათი რეჟიმის მიერ მოკლული ჩემი შვილი სად არის!” – ამის შესახებ მან შალვა რამიშვილის გადაცემაში “პოლიტიკური ინტერვიუ” განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ვინც ყოფილ პრემიერ-მინისტრს გათავისუფლების შემდეგ დახვდა და ტაშს უკრავდა, დამნაშავეა.

არ მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე - ვანო მერაბიშვილი

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს

“კაცი, რომელიც ციხიდან გამოვიდა და ამბობს, დავამხობო, რისი დამმხობია?! შენ იმათ იმედზე იყავი, ვისაც უკიჟინებდი, დამიცავით და მერე მე დაგიცავთო! იმიტომ მისცეს ჩემი შვილის მკვლელს 2 წელი მაშინ, როდესაც გურჯაანში ქვაბის მოპარვისთვის ბიჭს 12 წელი მიუსაჯეს. მახსოვს, მერაბიშვილის გამოსვლა, პოლიციას რომ მიმართა, ხელი არ აგიკანკალდეთო, ეს იყო მათი დევიზი და ამის მერე 160 ადამიანი, მათ შორის 5 ქალი ქუჩაში ჩახოცეს, 653 გვამი გამოიტანეს ციხეებიდან, რამდენი ადამიანი, რამდენი დედა გაამწარეს”, – აცხადებს ჯამბულ გამცემლიძე.

https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/873279116449447/

 

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ 20 თებერვალს დატოვა. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წელს, ფულის მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით სხვა ბრალდებებიც დაემატა: 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მან პენიტენციურ დაწესებულებაში 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი “ოცნებას” დაასრულებს: დილიდან საღამომდე შეცვლილი პოზიცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g