LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერიმ ახალი ალბომი ოფიციალურად დააანონსა

127
photo-collage.png (43)

2018 წლის შემდეგ, მერაია ქერი ახალ დისკს გამოუშვებს. არტისტმა მეთექვსმეტე სტუდიური ალბომი ოფიციალურად დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსის მომავალ მუსიკალურ პროექტს Here for It All ჰქვია და ის გაყიდვაში, 26 სექტემბერს ჩაეშვება.

სიახლეს წინ უძღოდა სიმღერა – Type Dangerous, რომელიც 6 ივნისს გამოვიდა.

შემსრულებლის ინფორმაციით, ფირფიტის რელიზამდე მსმენელს კრებულის მეორე სინგლსაც – Sugar Sweet წარუდგენს.

მერაია ქერის გამოჩენას BET Awards-ზე საზოგადოების აღფრთოვანება მოჰყვა

ცნობისთვის, 2025 მერაია ქერისთვის საიუბილეოა, ვინაიდან მისი მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან, 35 წელი შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები