LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz საბურავებზე სენსორულ ეკრანებს ამონტაჟებს

134
Mercedes-Benz საბურავებზე სენსორულ ეკრანებს ამონტაჟებს

მომავლის Mercedes-Benz-ს შესაძლოა ეკრანიანი საბურავები ჰქონდეს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც საბურავის ვიზუალის ნებისმიერ ფორმაზე შეცვლას გულისხმობს და ერთადერთი შეზღუდვა თავად ეკრანის ფორმაა. სურათის შექმნა მულტიმედიის სისტემით, ხმოვანი ასისტენტით, მობილური აპლიკაციით ან პირდაპირ ეკრანიდან იქნება შესაძლებელი. დიდად სავარაუდოა, რომ ეკრანები სენსორული იქნება.

პატენტის მიხედვით, ეკრანმა შესაძლოა მთელი საბურავი დაფაროს ან განთავსდეს მის გარკვეულ ნაწილზე. ენერგიას ის უსადენო მოწყობილობისგან მიიღებს და მონაცემებიც უსადენო კავშირით გადაიცემა.

ეკრანებს აქვთ ასევე გადამცემები, რომლებიც სიჩქარეს და თითოეული საბურავის აჩქარებას ზომავენ.

გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა სირთულის ანიმაცია – მორბენალი ადამიანი, განსხვავებული ნახატი და ფერი, რომელიც სიჩქარესთან ერთად შეიცვლება. სურათის შექმნას ხმოვანი მითითებების მიხედვით შეძლებს ხელოვნური ინტელექტიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები