LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია: მზად ვართ, გავცეთ ნებართვა კომპანია „სვეტის“ გარკვეულ ობიექტებზე, რათა მშენებლობა განაახლონ

91

თბილისის მერის კახა კალაძის შეხვედრა სამშენებლო კომპანია “სვეტის” დაზარალებულ მენაშენეებთან კონკრეტული შედეგით დასრულდა. თბილისის მერია კომპანიას გარკვეულ ობიექტებზე მშენებლობის ნებართვას მისცემს.

“სვეტს” ნებართვის გარეშე ჰქონდა დაწყბული მშენებლობა, რის გამოც მას სანებართვო პროცესები შეუჩერდა. ამ ეტაპზე ჩვენ მზად ვართ, რომ გარკვეულ ობიექტებზე გავცეთ ნებართვა, რათა კომპანიამ მშენებლობა განაახლოს. პირველ რიგში ნებართვა გაიცემა მირცხულავას მონაკვეთზე მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე ბლოკებზე და შემდგომ ეტაპობრივად სხვა ობიექტებზეც. მოსახლეობასთან ერთად ეტაპობრივად დავაკვირდებით პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ კომპანია სიცოცხლისუნარიანია და შეუძლია დაასრულოს ყველა ობიექტი. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ კომპანია უუნაროა და ვერ ასრულებს ვალდებულებებს ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ მოსახლეობა არ დარჩეს დაზარალებული და მოტყუებული”, – განაცხადა თბილისის მერიის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.

დაზარალებული მენაშენეების განცხადებით, მათ კალაძისგან სრული მხარაჭერა მიიღეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეწყვეტენ თუ არა ისინი შიმშილობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g