LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად 1 მლნ ლარს გამოყოფს

137
20181119165726

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით წელს უკვე 900-მდე განცხადება განვიხილეთ და აქედან დადებითად გადაწყდა 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი- ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მერის თქმით, „მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი 100%-ით ფინანსდება“. წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია.

კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროგრამით მეტი სტუდენტი დაინტერესდება. მისივე თქმით, სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებზე.

“თბილისის მერია აქტიურად ახორციელებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტთა მხარდაჭერა 2 ძირითადი მიმართულებით. ეს გახლავთ სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა და სასტიპენდიო პროგრამა.

მინდა, რომ მეტმა მოქალაქემ გაიგოს ამ პროგრამების შესახებ, რადგან ისინი წარმატებით ხორციელდება და თუ მეტი სტუდენტი ისარგებლებს ამით, მე მოხარული ვიქნები. ს
100%-ით ფინანსდება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით გაიზარდა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მომართვიანობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამა თავის მიზანს ასრულებს და სტუდენტებში ზრდის სწავლის მოტივაციას. წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მაგისტრანტების ფინანსური წახალისების პროგრამას, კალაძის თქმით, „ის ითვალისწინებს სემესტრულ სტიპენდიას 562 ლარის ოდენობით, თბილისში მოქმედი სახელმწიფო სასწავლებლების მაგისტრანტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება აღემატება 91 ქულას“.

„სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ. 2019 წელს, პირველ ეტაპზე, სტიპენდია გადაეცა 145 წარმატებულ მაგისტრანტს და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. წელს ამ პროგრამისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი“,- აღნიშნა კალაძემ.