თომას ნოგუჩი გახლავთ გამომძიებელი, რომელსაც 1962 წლის აგვისტოში, ლეგენდარული მსახიობის, მერილინ მონროს გარდაცვალების მიზეზის დადგენა დაავალეს. ის ახლა 98 წლისაა და მან სწორედ ახლა, მონროს გარდაცვალებიდან 63 წლის შემდეგ, დაარღვია დუმილი და სკანდალური განცხადება გაავრცელა. ის ამბობს, რომ მერლინის თვითმკვლელობა არ არის მისი გარდაცვალების ერთადერთი ვერსია.
„მისი საწოლის გვერდით მაგიდაზე მიმოფანტული საძილე აბების ბოთლები იპოვეს. იქვე ეგდო ქლორალ ჰიდრატის, ძლიერი სედატიური საშუალების, ნახევრად ცარიელი ბოთლი. შემოწმება დავიწყე, იდაყვის მოხრილი მხარე, ბარძაყის ზედა ნაწილი, ხელისა და ფეხის თითები… თმა გვერდზე გადავუწიე, რომ თავის კანი შემემოწმებინა, არაფერი უჩვეულო არ იყო“, – იხსენებს თომასი.
ერთი შეხედვით, ყველაფერი ცხადი იყო, ეს თვითმკვლელობას ჰგავდა. მითუმეტეს, რომ ცოტა ხნით ადრე მან ფსიქიატრთან სიკვდილზე ისაუბრა.
ამასობაში, ჭორები გავრცელდა, თითქოს მერლინი ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოკლა… მაგრამ ანალიზი აღარ ჩატარდა. კუჭის და სხვა ორგანოების გამოკვლევა არ მოხდა.
„აუტოპსიაზე, მისი კუჭისა და წვრილი ნაწლავის გამოკვლევისას აბების ვიზუალური კვალი არ აღმოჩნდა, ეს გასაკვირი იყო. ასევე ვიტყვი, რომ სრული ანალიზის გარეშე შეუძლებელი იყო განზრახ მკვლელობის გამორიცხვა. მას კი სრულყოფილი კვლევა არ ჩაუტარეს. შესაძლებელია, რომ მონროს გარდაცვალების მიზეზი არა აბების მიღება, არამედ ინიექციები ყოფილიყო“, – თომას ნოგუჩი.
მერილინ მონროს სილამაზე და ჯანსაღი ცხოვრება
ერთი ფილმის ისტორია – „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“




